ავთანდილ კუნჭულია ოპოზიციაზე: თეთრზე შავით დაწერეს წერილი, რომელშიც ითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ეს არაფერია მათი მხრიდან, თუ არა ჯაშუშობა
“თეთრზე შავით დაწერეს წერილი, რომელშიც ითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ეს არაფერია მათი მხრიდან, თუ არა ჯაშუშობა”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ „ქრონიკასთან“.
„ამ ფაქტის შეფასება საზოგადოებისთვის ძალიან მარტივია. თეთრზე შავით დაწერეს წერილი, რომელშიც ითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ეს არაფერია მათი მხრიდან, თუ არა ჯაშუშობა. საკუთარი ქმედებებით დაისამარეს პოლიტიკური კარიერა ქართველი ხალხის წინაშე. მათ წერილს ვერავითარი სამართლებრივი რეაგირება ვერ ექნება“, – აღნიშნა კუნჭულიამ.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია – საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.