აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებს, რათა უკანონო მიგრანტები გადაასახლოს.
ამერიკელმა კონსერვატორმა აქტივისტმა, ორგანიზაცია Judicial Watch-ის პრეზიდენტი ტომ ფიტონმა დაწერა „კარგი ამბები: მოდის ცნობები, რომ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საგანგებო მდგომარეობის შემოღებისთვის ემზადება და გამოიყენებს სამხედრო რესურსებს, რათა ბაიდენის შემოჭრა მასობრივი დეპორტაციის მეშვეობით შეაჩეროს“.
ტრამპმა ეს სტატუსი გააზიარა და მიაწერა „ეს სიმართლეა!“.