უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ზე სუსტია და აქვს მეტი საშუალება იმისათვის, რომ აიძულოს კრემლის ლიდერი შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ – განაცხადა ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღესდღეობით ომის შეწყვეტა დამოკიდებულია პუტინზე. მას შეუძლია ეს გააკეთოს. მას შეუძლია მოინდომოს და დაამთავროს ეს ომი, მაგრამ ეს ასევე უფრო მეტად დამოკიდებულია აშშ-ზე. პუტინი აშშ-ზე სუსტია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს ძალაც, ძალაუფლებაც, იარაღიც და მას შეუძლია დაწიოს ფასი ენერგორესურსებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინამ შეიძლება წააგოს ამ ომში, თუ ამერიკა შეამცირებს დახმარებას.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის, აშშ-სა და ევროპის ერთიანობის მნიშვნელობაზე.