leaderboard_below_slide
left_sabechdi

2024 წლის 10 თვეში კასპის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამით 3 143 ბენეფიციარმა და 376 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა

კასპის მუნიციპალიტეტის  მერიის მუნიციპალური პროგრამებიდან ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამაა.

პროგრამა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში უწევს დახმარებას,  რომლის წლიური ბიუჯეტი 2024 წელს 1 300 000 ლარით არის განსაზღვრული.  თუმცა ეს არ არის ზღვარი და  წლის განმავლობაში ყველა პაციენტის მომართვიანობის  დასაკმაყოფილებლად ბიუჯეტი მზარდია.

2024 წლის 10 თვეში მერიის ჯანდაცვისა და  სოციალური დახმარების პროგრამით 3 143  ბენეფიციარმა  და 376 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა, რომლის ჯამურმა თანხამ 1 277 904 ლარი შეადგინა.

პროგრამა ამ ეტაპზე 35 მუხლით ემსახურება მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს: კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, კოლონოსკოპიის, სცინტიგრაფიის, ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება,  კარდიოქირურგიული ოპერაციების და პროცედურების თანადაფინანსება, უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, დაავადებულ პირთა  დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების და მარტოხელა მშობლის დაფინანსება, მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება, დაავადებულ პირთა  სარეაბილიტაციო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება,  სააღდგომო სურსათით დახმარება იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის და სხვა.

გარდა ამისა წლის განმავლობაში კვირაში 6 დღეს 80  ბენეფიციარი სარგებლობს უფასო სასადილოს კვებით, პროგრამა ბინაზე მიტანის სერვისსაც ითვალისწინებს.

მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ მოქალაქეებს  ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მერიის ვებგვერდზე https://kaspi.gov.ge/.

 

ასევე იხილეთ