ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ეს არის ძალა, რომელიც 2012 წლიდან თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯის წინააღმდეგიაა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური სუბიექტის მიერ გაგზავნილ წერილს აფასებს და აღნიშნავს, რომ წერილზე ხელმოწერით „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ყველაზე სწორად შერჩეული სახელი აქვთ – „უსამშობლოთა გაერთიანება“. საერთოდ არ გვიკვირს ეს ყველაფერი, რადგან ესენი არიან ძალა, რომელიც 2012 წლიდან თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯის წინააღმდეგი იყვნენ. ეს არის მათი მოღალატეობრივი სულისკვეთება, ამას დიდი ხანია ვამხელთ. ამით იყვნენ დაკავებული ხელისუფლებაში და ამით არიან დაკავებული ოპოზიციაშიც“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია – საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.