leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციას მხარდამჭერებიც შემოეცლებიან, როცა პროტესტი უშინაარსო, ხელოვნურია, ფუჭ პროტესტს სხვა შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს

“რადიკალური ოპოზიცია რაც დრო გავა, უფრო კარგად მიხვდება, რომ არანაირი აზრი არ აქვს ბრძოლას იქ, სადაც მტყუანი ხარ, სადაც დამარცხდი და ერთი არგუმენტიც არ გაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ეს არ არის ბრძოლა, ეს არის თაღლითობა და საზოგადოების მოტყუება.

„გადასარევად იციან, რომ არანაირი გაყალბება არ მომხდარა. რამდენიმე შემთხვევა იყო, მათზე გამოძიებებია დაწყებული – უბანი, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, საერთოდ არ არის ჩათვლილი მთელ ანგარიშში. არ არსებობს დარღვევა, რომელსაც არა თუ გლობალურად და ფატალურად, უმნიშვნელოდაც კი მოეხდინა გავლენა არჩევნების შედეგებზე. ასეთი არც დოკუმენტი არსებობს, არც ინფორმაცია და არანაირი მტკიცებულება. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, პროტესტი როდესაც უშინაარსო და ხელოვნურია, მხარდამჭერებიც, რომლებიც მცირე რაოდენობით არიან, ნელ-ნელა შემოეცლებიან.

ფუჭ და უსამართლო პროტესტს სხვა ლოგიკური შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს. არავინ მხარს არ უჭერს, არც ქართული საზოგადოება და კარგად თუ  მოუსმენენ ქვეყნის ფარგლებს გარედან ჩვენს მეგობრებს, გამონათქვამებსა და ფრაზებშიც კარგად ჩანს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ არჩევანს, რომელიც საზოგადოებამ გააკეთა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ