leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: ვუყურებდით, როგორ სიამოვნებდათ იქ მდგომ ადამიანებს ჟურნალისტის შევიწროება, შეურაცხყოფები, ფსიქოლოგიური ტერორი, რასაც ისინი იქ აკეთებდნენ, ეს იყო ნათელი სახე იმისა როგორი შინაარსი აქვს ამ აქციებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მიმართ, აქციის მონაწილეების მხრიდან შეურაცხყოფას და ბულინგს გმობს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეთა ქმედება ნათლად გამოხატავს, რა შინაარსს ატარებს თავად აქცია.

„ვუყურებდით, როგორ სიამოვნებდათ იქ მდგომ ადამიანებს ჟურნალისტის, ქალის და უბრალოდ ადამიანის შევიწროება, შეურაცხყოფები, ფსიქოლოგიური ტერორი და რასაც ისინი იქ აკეთებდნენ, ეს იყო ნათელი სახე იმისა თუ რას წარმოადგენს და როგორი ფორმა აქვს და როგორი შინაარსი მთლიანად ამ აქციებს და ოპოზიციას თავისი მიმდევრებიანად. როდესაც „იმედის“ ჟურნალისტს 7 ნოემბერს უსურვებ და ზოგადად, ჩვენ ნოემბერს, რომ გვილოცავ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დარბევების თვე არის ნოემბერი, რა თქმა უნდა უკვე ნათელია რა არის შენი მოტივაცია, რატომ დგახარ იქ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

რადიკალური ოპოზიიის აქციის მონაწილეთა მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბულინგსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის არაერთ ფაქტზე დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე არაფერს ამბობენ.

ტელეკომპანია „იმედმა“ 19 ნოემბრის საღამოს უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა – გისურვებთ 7 ნოემბერს.

ასევე იხილეთ