leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა უკვე დაიწყო და ევროკავშირთან ახლა იწყება

„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით იმაზე, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში აუცილებლად გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც რაციონალურად იაზროვნებდნენ და მიხვდებოდნენ, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელსაც სურს როგორც თავისი იდენტობა შეინარჩუნოს, ასევე – პარტნიორული ურთიერთობები დანარჩენ მსოფლიოსთან“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან უკვე დაიწყო და ევროკავშირში ახლა იწყება.

„აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ვხედავთ, რომ უკვე რაციონალური გზავნილები ჟღერდება. ასევე, ევროკავშირიდან სულ უფრო მეტი განცხადება ისმის ქართული ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს უფრო გაძლიერდება და ევროკავშირის სულ უფრო მეტი ქვეყანა დაუჭერს ჩვენს პოლიტიკას მხარს. იზრდება იმ ევროპარლამენტართა რაოდენობაც, რომელთაც გადააფასეს ღირებულებები და აცხადებენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც თავისი იდენტობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად იბრძვის და მასზე ზეწოლა არ უნდა იყოს. ასე რომ, როცა გვეკითხებოდნენ, თუ როდის დაიწყებოდა გადატვირთვის რეჟიმი, პასუხი შემდეგია, რომ ამერიკაში ეს უკვე დაიწყო, ხოლო ევროკავშირში ახლა იწყება, რადგან საქართველოს მიმართ პოზიტიური განცხადება განცხადებაზე კეთდება მათი მხრიდან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ