leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „იმედის“ ყველაზე მეტად ეშინოდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო და როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეშინია, როცა ოპოზიციაშია

“ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „იმედის“ ყველაზე მეტად ეშინოდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო და როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეშინია, როცა ოპოზიციაშია”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმიტ, ის სიძულვილი და თავდასხმა, რაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, არ იყო მხოლოდ „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა, ეს იყო თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე.

„მინდა ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა გამოვხატო „იმედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ. ის სიძულვილი და თავდასხმა, რაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, არ იყო მხოლოდ „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა, ეს იყო თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „იმედის“ ყველაზე მეტად ეშინოდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო და როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეშინია, როცა ოპოზიციაშია. მე ეს არ მიკვირს, ვინაიდან „ტვ იმედი“ დიდი ხნის მანძილზე იყო თავისუფლების კუნძული საქართველოში და სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერს დამყარდა დიქტატურა ჩვენს ქვეყანაში „იმედის“ დახურვით. ეს ადამიანები ცხადია ამ ზნეს არ იცვლიან და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიძულვილი წახალისებულია სწორედაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავების მხრიდან. ისინი თესავენ ამ სიძულვილსა და ძალადობის ფაქტებს. მოხარული ვარ, რომ გამოძიება დაწყებულია და აუცილებელია, რომ მსგავსი საკითხების გამოძიება ბოლომდე მივიდეს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა დიპლომატიური კორპუსის დამოკიდებულებაზეც.

„ეს არის ისეთი საკითხი, როდესაც დუმილის უფლება არავის აქვს, მითუმეტეს ისეთ ადამიანებს, ვისაც პრეტენზია აქვთ დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების საკითხებზე. ნებისმიერი დუმილი ასეთ დროს წახალისებაა ძალადობის. მოვუწოდებ როგორც ელჩებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ შეაფასონ თუ რას ნიშნავს თავდასხმა მედიაზე. აუცილებელია ამ ყველაფრის შეფასება იმიტომ, რომ ძლიერი და სწორი შეფასება, არგუმენტები ხელს უწყობს მსგავსი მოვლენების პრევენციას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ