შალვა პაპუაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებაზე: როდესაც ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, ალბათ, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებას, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს რომ, სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ” კანონი, რომლის გაუქმებასაც ოპოზიცია უცხოელების კარნახით ითხოვს.
„როდესაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, ალბათ, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე.
სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ” კანონი, რომლის გაუქმებასაც ოპოზიცია უცხოელების კარნახით ითხოვს“, – აღნიშნავს იგი.