leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: პარლამენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის იმ სტანდარტის, რასაც მაღალი ევროპული სტანდარტი ჰქვია

მთელი რიგი ასპექტებით პარლამენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის იმ სტანდარტის, რასაც მაღალი ევროპული სტანდარტი ჰქვია, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მან კომენტარი გააკეთა მე-11 მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით, რომელიც ორშაბათს შეიკრიბება.

„მილიონ ორასი ათასი ადამიანი გაძლევს მანდატს, რომ უზრუნველყო მათი შვილების, ოჯახების, მათ შორის იმ ოჯახების კეთილდღეობა, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს და გადაარჩინო ქვეყანა, სამშვიდობოს გაიყვანო. ეს ზოგადი მიმოხილვაა, რასაკვირველია, რის უკანაც დევს გარემოს დაცვიდან დაწყებული, განათლების საკითხებთან დაკავშირებული თემები, ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ, მსჯელობა, კანონპროექტები და მთელი რიგი ასპექტებით პარლამენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის იმ სტანდარტის, რასაც მაღალი ევროპული სტანდარტი ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

ასევე იხილეთ