„ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს, იმას მოუსმინონ, იმას კი არა საკუთარი დაფინანსებული ენჯეო რას ამბობს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
პაპუაშვილი გამოეხმაურა ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომლის მიხედვით, არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაში გასარკვევად საქართველოში ევროკავშირის ტექნიკური მისია ჩამოვა.
„ჩვენ ჩვენი განრიგით მივდივართ, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე და ვერ ავყვებით რადიკალ ოპოზიციას და ვერც მათ უცხოელ მფარველებს. რაც შეეხება ტექნიკურ მისიას, ეს გაუგებარია საერთოდ რა ფორმატია. ევროკავშირს თავისი დიპლომატიური მისია ჰყავს საქართველოში რომელიც ტექნიკური მისიაც არის, პოლიტიკურიც და ფაქტობრივი მისიაც არის. თუ რაიმე სჭირდებათ შეუძლიათ საელჩოს მეშვეობით გაარკვიონ. 54%-მა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. როგორ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ხალხს სხვა რამე უნდა და ხელისუფლებას სხვა. ზუსტად ამიტომ იყო ეს გაბრაზება, ამ 8-კაციანი მისიის ჩამოსვლა აქ ასარევად, რომ მიხვდნენ ხელიდან გამოეცალათ ტერმინოლოგია – ხალხი და ხელისუფლება ცალ-ცალკე, რადგან ხალხი გამოვიდა და მათ გასაგონად თქვა, რომ ამ ხელისუფლების, გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებების კანონის უკან დგას. ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს, იმას მოუსმინონ, იმას კი არა საკუთარი დაფინანსებული ენჯეო რას ამბობს, ერთმანეთს რომ აქეზებენ. შემდეგ დაბრუნდნენ უკან ბრიუსელში და კეთილ ინებონ და საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით, რომლის არჩეულიც არის ეს ხელისუფლება. ეს არის ყველაზე არადემოკრატიული ქცევა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან ვხედავთ. ეს არის იქ ქცევა რასაც მოსკოვისგან ვხედავდით, როდესაც ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა ხდებოდა და ამას ვხედავთ ჩვენ ახლა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან. უნდა შეწყდეს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი. წარმოდგენა არ აქვთ რა უნდათ ხალს და გამოჩნდა კიდეც რაზე დებდნენ ფსონს, როდესაც მთელი ხეულით იყვნენ შესულები წინასაარჩევნო კამპანიაში უცხოელი პოლიტიკოსები და ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი. ახლა ამ პასუხით დაკმაყოფილდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.