leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხათუნა ხოფერია რადიკალებზე: გარკვეულ ეჭვს იწვევს, რომ რაღაც გეგმა არსებობს, ოღონდ არსებობს მათ ხელმძღვანელებთან, „შეფობაში“

რა პროცესთან გვაქვს საქმე, ყველაზე მეტად, რაც პირადად მე მეხამუშება მათი მხრიდან, არის მუდმივი ძახილი იმის, რომ არ გვაქვს გეგმა. აი, გეგმას ხვალ გაგაცნობთ, გეგმას ორშაბათს გაგაცნობთ და იმ სურათის შექმნა, რომ მათ არ აქვთ ამ ყველაფრის გეგმა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გარკვეულ ეჭვს იწვევს, რომ რაღაც გეგმა არსებობს, ოღონდ არსებობს მათ ხელმძღვანელებთან, „შეფობაში“ და ამ ეტაპზე უბრალოდ ჯერ სინჯავენ ფონს, რამდენად შეიძლება ამის მომზადება.

როგორც ხათუნა ხოფერიამ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია ამით ახალგაზრდობას გარკვეულწილად აბნევს.

„არის მეორე მომენტიც, მათ ძალიან ეშინიათ ამ ახალგაზრდობის, ვინაიდან დღეს თუ არა ხვალ მოუწევთ მათთვის თვალებში ჩახედვა და სიმართლის თქმა, რომ ორთქლი გამოგაშვებინეთ, წადით სახლებში, რადგან სხვა პერსპექტივა არ არის. მათ ამის ძალიან ეშინიათ და ცდილობენ ეს პროცესი გამოიყენონ. ისინი ცდილობენ პროცესი გამოიყენონ იმისთვის, რომ როგორმე „წამოიკიდონ“ „ქართული ოცნება“ გარკვეულ მოლაპარაკებებზე. ზოგს ფული უნდა, ზოგს კაბინეტები და სავარძლები უნდა. ცდილობენ, ამ ბოლო შანსის გამოყენებას“, – განაცხადა მან.

ხათუნა ხოფერიას თქმითვე, „მგონი მსოფლიო ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს, რომ ხელისუფლება და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის ერთად, ერთად დგას სახელმწიფოებრიობის და მშვიდობის სადარაჯოზე”.

„სრული გაგებაა. თითქოს არანაირი პრეტენზია, მოთმინებით დგომა. ეს გამოიხატება პოლიციის, იმ ბიჭების საქციელშიც. ანუ, ჩვენ ვართ გარკვეულწილად სინქრონიზებული მშვიდობისთვის.

მთავარი არის მშვიდობის შენარჩუნება, ვფიქრობ, ჩვენ ამას ძალიან გონივრულად, ძალიან კარგად ვაკეთებთ ხელისუფლებასთან ერთად“, – აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.

ასევე იხილეთ