leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა

აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯით ბრინკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკის საელჩომ კიევში, რომელიც 20 ნოემბერს მოსალოდნელი საჰაერო შეტევის გამო დაიხურა, დღეს მუშაობა განაახლა.

„აშშ-ის საელჩომ კიევში დღეს დროებით შეწყვეტილი მუშაობა განაახლა. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიფხიზლე, თვალი ადევნონ ოფიციალურ უკრაინულ წყაროებს და მზად იყვნენ თავშესაფარში ჩასასვლელად საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში“, – დაწერა ბრინკმა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის საელჩო კიევში დროებით დაიხურა და გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ. აშშ-ის საელჩოს მსგავსად საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობები დროებით დახურეს იტალიამ, ესპანეთმა და საბერძნეთმა.

ასევე იხილეთ