ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ლიბანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
ინფორმაციის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის საჰაერო სივრცეში გამთენიისას შემოიჭრა. ის დასავლეთ გალილეის რეგიონში დაფიქსირდა.
სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება მალევე შეძლეს. მისი ფრაგმენტები ღია სივრცეში ჩამოვარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.