გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
ქალაქ წნორის ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან 1000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურებასთან ერთად, 160 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
„საქართველოს მელიორაციამ“ სამუშაოები საკუთარი ძალებით მიმდინარე თვეში დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება.