leaderboard_below_slide
left_sabechdi

შროტის მეთოდით ვარჯიშები ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში

შროტის მეთოდი არის  სქოლიოზის მკურნალობის ოქროს სტანდარტი, რომლეიც 1921 წელს გერმანელმა ექიმმა  კატარინა შროტმა შეიმუშავა .

კატარინას თავად ჰქონდა  მძიმე  ხარისხის სქოლიოზი   და არ სურდა ოპერაციის ჩატარება. თვითანალიზის საფუძველზე  მან შეიმუშავა  სუნთქვითი პატერნები,  შემდეგ  სცადა ე.წ სარკის მეთოდი (ვარჯიში სარკის წინ )  და ასრულებდა სპეციფიურ მაკორექტირებელ მოძრაობებს.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კატარინა და თავისი ქალიშვილი გადავიდნენ დასავლეთ გერმანიაში, სადაც გახსენეს სქოლიოზის მკურნალობის ცენტრი.  თავდაპირველად ცენტრში დანერგეს  სქოლიოზის მკურნალობის 5 კვირიანი  კურსი  .

1989-1991 წელს  კატარინამ ჩაატარა პაციენტთა საკონტროლო შეფასება, რის საფუძელზეც დახვეწა  მეთოდი რას გულისხმობს იმას , რომ  მან  შეიცვალა მკურნალობის ვადები, სქემა და დაიწყო დამხმარე საშუალების- კორსეტის გამოყენება ვარჯიშთან კომბინაციაში.

 

როგორ ტარდება შროტის მეთოდის ვარჯიშები?

შროტის მეთოდის სავარჯიშო პროგრამა იქმნება ყველა პაცინტისთვის ინდივიდუალურად. ვარჯიშების და პოზიციონირების შერჩევა დამოკიდებულია გადახრის კუთხეზე და  სქოლიოზის ტიპზე.  ვარჯიში ტარდება სხვადასხვა დამხარე საშუალების გამოყენებით და  კურსი მოიცავს  ასევე სუნთქვით  პატერნს. ვარჯიშის ხანგრძლივობა ძირითად შემთხვევაში  მერყეობს 45-დან 55 წუთამდე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრის საიტს.

შროტის მეთოდის გამოყენების  სარგებელი სქოლიოზის დროს

შროტის მეთოდის ვარჯიშების ეფექტურობა დასტურდება არაერთი კვლევით. კვლევების თანახმად მეთოდის ეფექტებია:

  • სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესება
  • რეაბილიტაციის კურსის რეგულარულად ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია გადახრის კუთხის შემცირება
  • ტკივილის შემცირება მძიმე ხარიხსის სქოლიოზის არსებობისას
  • ვარჯიშში ჩართულია ხერხემლის სამივე სიბრტყე
  • სქოლიოზის ხარისხის დამძიმების რისკის შემცირება
  • პაციენტის ცხოვრების ხარისხს გაუმჯობესება

 

ასევე იხილეთ