leaderboard_below_slide
left_sabechdi

საბურთალოს რაიონში კიდევ 14 ლიფტი რეაბილიტირდა

საბურთალოს რაიონში ლიფტების განახლების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამჯერად, კიდევ 14 ლიფტი რეაბილიტირდა შემდეგ მისამართებზე: კოსტავას ქ. N67; მიცკევიჩის ქ. N21;  გამრეკელის ქ. N10;  საირმის ქ. N12; არჩილ სულაკაურის ქ. N3;  პეკინის გამზ. I, N4. ასევე, განახლდა ე.წ. „კარაჩაროვის“ 2 ლიფტი  თამარაშვილის ქ. N19ა-ში .

აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად ხორციელდება განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით.

სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  610 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს ამ დროისათვის სულ 67 ლიფტია რეაბილიტირებული.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

ასევე იხილეთ