leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: „ვეტინგის“ მსგავსი რამ საქართველოში განხორციელდა 2004 წელს და ამ ყველაფერმა რაც მოიტანა, საზოგადოებისთვის ნათელია

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ვეტინგი“, რომელიც კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ასეთი პროცესები მიუღებელია.

„როგორც იურისტმა, შემიძლია, დავადასტურო, რომ „ვეტინგი“ არა მხოლოდ ფორმალურად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, ზოგად, საზოგადო კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, „ვეტინგი“ კატეგორიულად მიუღებელია. „ვეტინგის“ მსგავსი რამ საქართველოში განხორციელდა 2004 წელს და ამ ყველაფერმა რაც მოიტანა, საზოგადოებისთვის ნათელია. ეს იყო სასამართლოს სრული დამორჩილება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმის მიერ. აქედან გამომდინარე, „ვეტინგი“ მიუღებელია არა მხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ, პირველ რიგში, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ადეიშვილის ყოფილი მოადგილე წოწორია ატარებს „ვეტინგს“ მოლდოვაში და ყველას შეგიძლიათ, ივარაუდოთ, როგორ დასრულდება ეს. ჩვენთვის ასეთი პროცესები მიუღებელია“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ასევე იხილეთ