leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლიეტუვის სეიმში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის მოადგილის, გინტაუტას პალუცკასის კანდიდატურას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, 34-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 6-მა თავი შეიკავა.

გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობაზე დანიშვნიდან 15 დღის ვადაში პარლამენტს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი და ასევე, განსახილველად სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს.

შეგახსენებთ, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა, 27 ოქტომბერს ჩატარდა.

 

ასევე იხილეთ