leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: არც ევროკავშირის ელჩი, არც ევროპის სახელმწიფოს ელჩები არ აკეთებენ განცხადებას „იმედის“ ჯგუფების შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტებთან დაკავშირებით

“არც ევროკავშირის ელჩი, არც ევროპის სახელმწიფოს ელჩები, არც უცხოური პარტნიორები და ის აქტორები, რომლებიც გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, რომ რამდენიმე ათეულმა აგრესიულმა ოპოზიციურად განწყობილმა აქციის წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „იმედის“ ჟურნალისტს, POSTV-ს ჟურნალისტს”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„რატომ არ აკეთებენ ამ განცხადებას მაშინ, როდესაც ე.წ. ვითომ კრიტიკულ და ამ დროს სუბიექტურ მედიებს, „ტვ პირველი“ იქნება თუ „მთავარი“, უბრალოდ რომ შეუსწორო კითხვა, რომ არ სვამ კითხვას სწორად, ამ შემთხვევაში იტყვიან, რომ რატომ უშლი ხელს მედია საშუალებას თავისი ფუნქციის შესრულებაში. ამას ხომ ხალხი ხედავს, ამიტომაც არის, ძვირფასო უცხოურო აქტორებო, რომ თქვენი ნდობა ქართველი ხალხის მხრიდან უკვე არის ნულოვანი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბულინგსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის არაერთ ფაქტზე დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე არაფერს ამბობენ.

ტელეკომპანია „იმედმა“ 19 ნოემბრის საღამოს უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა – გისურვებთ 7 ნოემბერს.

ასევე იხილეთ