leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილზე: სწორედ ამ ორი ლიდერის ხელმძღვანელობით პარლამენტსა და მთავრობაშიც მოხდება ქვეყნისთვის ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი წინსვლის უზრუნველყოფა

“სწორედ ამ ორი ლიდერის ხელმძღვანელობით პარლამენტშიც და მთავრობაშიც მოხდება ქვეყნისთვის ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი წინსვლის უზრუნველყოფა”,  – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილზე საუბრისას, რომლებიც დღეს პრემიერობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელდნენ.

„ორივე ძალიან ეფექტური იყო თავის პოზიციაზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე პრემიერი. მათ ქვეყანა სწორად მართეს, სწორად აარიდეს ქვეყანას ყველა ის საფრთხე და საშიშროება, რაც შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული, ამავე დროს უზრუნველყვეს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის წინსვლა და კეთილდღეობის ზრდა.

მოხდა იმ პროცესების სწორი მართვა, რაც ქვეყნის შიგნით იყო ინსპირებული და პროვოცირებული, გამომდინარე აქედან ამ ურთულეს პირობებში მათ თავისი პოლიტიკური და კონკრეტული პოზიციებისთვის დაკისრებული მოვალეობები კარგად შეასრულეს, ამ კუთხით შენარჩუნდა საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და ევროპაში გაწევრიანების გზაც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიძემ.

„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კი წარდგენილია შალვა პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ