არჩილ გორდულაძე: ჩვენ გავაგრძელებთ შრომას, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვავალა, განსხვავებით ჯაშუშური ქსელისგან, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ კლასტერში შემავალი პარტიები წარმოადგენენ
“ჩვენ გავაგრძელებთ იმ შრომას, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვავალა და აუცილებლად შევასრულებთ მათ დავალებას, რომ ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე, განსხვავებით ჯაშუშური ქსელისგან, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ კლასტერში შემავალი პარტიები წარმოადგენენ”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
იგი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრების საკითხს გამოეხმაურა.
„ჩვენ განსახილველი გვექნება, მათ შორის, პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტი, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, სოციალური საკითხები თუ სხვა და მიუხედავად იმისა, რაც უნდა გააკეთოს ჯაშუშურმა ძალამ ოპოზიციამ, ამას ჩვენთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა ისევე, როგორც ქართველი ხალხისთვის.
ჩვენ გავაგრძელებთ იმ შრომას, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვავალა და აუცილებლად შევასრულებთ მათ დავალებას, რომ ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე, განსხვავებით ჯაშუშური ქსელისგან, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ კლასტერში შემავალი პარტიები წარმოადგენენ. ჩვენ არ ვასრულებთ ვინმეს დავალებას გარედან, მათი პატრონების დავალებებს. ჩვენი დავალების მიმცემი მხოლოდ ქართველი ხალხია“, – აღნიშნა გორდულაძემ.
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება.