leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბნელი მომენტი დადგა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომლითაც მან დაკარგა თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია

„ბნელი მომენტი დადგა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომლითაც მან დაკარგა თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია”, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა.

„მან იმოქმედა, როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა ყველაზე ექსტრემალური ძალების სამსახურში, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ამ ეგრეთ წოდებულმა „სასამართლომ“ აბსურდული და არაავტორიზებული დაკავების ორდერები გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ გალანტზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის სასამართლოს წევრი“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ეს ორდერი არის თავდასხმა ისრაელის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი თავი.

„ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე – ასევე ერთადერთ ქვეყანაზე რეგიონში, რომლის წინააღმდეგაც ღიად მოუწოდებენ და მოქმედებენ სხვა ქვეყნები, რომელთაც მისი განადგურება სურთ. მორალური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ეთიკურ რღვევას, რომელიც სიკეთეს ბოროტებად აქცევს და ემსახურება ბოროტ ძალებს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ორდერის გაცემა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არის ჯილდო და წახალისება იმ ბოროტული ძალების, რომელიც უხეშად და თანმიმდევრულად არღვევს მას. ყველა ღირსეულმა ერმა და მორალის მქონე ადამიანმა მსოფლიოში, ცალსახად უნდა უარყოს ეს უსამართლობა“, – დასძინა მან.

მანამდე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა.

მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუს და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ასევე იხილეთ