leaderboard_below_slide
left_sabechdi

არქიმანდრიტი კირიონი: გელათში უახლოეს დღეებში საძირკვლის მოწყობა და ტაძრის გადახურვის სამუშაოები დაიწყება 

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის განაცხადებით,  გელათში საძირკვლის მოწყობა და ტაძრის გადახურვის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ გელათის ტაძარში 21 კრიტიკულ კერაზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ.

“მათ თქვეს, რომ ჩვენ დავიწყებთ ამ 21 კრიტიკულ კერაზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც ძალიან კარგი ამბავია იმიტომ, რომ შეიძლებოდა მათ ეთქვათ, რომ ჯერ კედელი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ მუშაობა შევძლოთო. კედელი დახვდათ იმ მდგომარეობაში, რომ მათ ეს სამუშაოები ჩაატარონ, რაც სასიხარულოა. ასევე, ჩამოსულია იტალიიდან ბატონი რობერტო, რომელიც დღეს მუშაობს ფლორენციაში მოზაიკის აღდგენაზე და მანაც გუშინდელი დღე, ფაქტობრივად, ხარაჩოზე გაატარა.

ის დაიწყებს მოზაიკის შესწავლას მთელი წლის განმავლობაში. მას პროგრამა წლის განმავლობაში გაწერილი აქვს ისე, რომ მთლიანად მოახდინოს ჩვენი, ღვთისმშობლის მოზაიკის ბუნების შესწავლა. ის ამბობს, რომ სანამ მე არ შევისწავლი ამ მოზაიკის ბუნებას, იქამდე საკონსერვაციო სამუშაოებს არ დავიწყებ, რომ რამე ოდნავი შეცდომაც კი დაშვებული არ იქნესო. 

ამ მხრივ სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, საძირკვლის მოწყობა და უკვე შემდგომ დაიწყება ერთიანი გადახურვის მოწყობა. ხელშეკრულება დადებულია კომპანია „ლეიერთან“, ასევე, სამუშაოები უმაღლეს დონეზე შესრულებულია გერმანელი ინჟინრების მიერ, ამ ხარაჩოებს ააწყობს გერმანული კომპანია, რომელიც თავის მხრივ, არსებულ პროექტს გადაამოწმებს და პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ეს ხარაჩო მყარი და მდგრადი იქნება“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

 

ასევე იხილეთ