leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ჩაკვეტაძე: დესტრუქციულ ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ გამოიყენონ ის მანდატი, რაც მათ ხალხმა მიანიჭა

“დარწმუნებული ვარ, რომ დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებში პარლამენტს განსაკუთრებული როლი ექნება და ვერავინ შეძლებს, რომ დესტრუქცია შემოიტანოს ამ პროცესში”, – განაცხადა „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

„დესტრუქციულ ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს რომ ქუჩაში დარჩნენ და მე მათ მოვუწოდებ, რომ გამოიყენონ ის მანდატი, რაც მათ ხალხმა მიანიჭა“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ასევე იხილეთ