დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების მიმართ ამაზრზენი დამოკიდებულება, ეს კარგი ლაკმუსის ქაღალდია იმისათვის, რომ საზოგადოებამ აღიქვას თუ რეალურად რა ძალებთან აქვს საქმე რადიკალური ოპოზიციის სახით
“ჩვენ ვნახეთ ის ამაზრზენი დამოკიდებულება, რომელიც პროტესტის შიგნით გააჩნდათ ჟურნალისტების მიმართ. ეს კარგი ლაკმუსის ქაღალდია იმისათვის, რომ საზოგადოებამ აღიქვას თუ რეალურად რა ძალებთან აქვს საქმე რადიკალური ოპოზიციის სახით”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორებისა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით დუმილს.
„რაც შეეხება იმას, რომ ორმაგი და სამმაგის სტანდარტები არსებობს ჩვენი პარტნიორების და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ამით ვერ გაგვაკვირვებენ, რადგან ათწლეულებია ჩვენ ამ ორმაგ სტანდარტს ვაწყდებით“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
თავდასხმა „იმედზე“, ხმაურიანი შემფასებლების დუმილი და ისევ ორმაგი სტანდარტი. ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობას არც ოპოზიცია იმჩნევს, არც მესამე სექტორი და არცერთი საელჩო.