აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაეწერა, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორის პოსტზე ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი პემ ბონდი წარადგინა.
“სიამაყით მინდა წარვადგინო დიდებული შტატის, ფლორიდის ყოფილი გენერალური პროკურორი პემ ბონდი შეერთებული შტატების მომავალ გენერალურ პროკურორად. პემი 20 წლის განმავლობაში იყო პროკურორი, რა დროსაც ის ძალადობრივ დანაშაულს ებრძოდა და ფლორიდის ოჯახებისთვის ქუჩები უსაფრთხო გახადა“, – დაწერა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ბონდი მუშაობდა მომაკვდინებელი ნარკოტიკების ტრეფიკინგის შესაჩერებლად და ფენტანილის ჭარბი დოზით სიკვდილის ტრაგედიის შესამცირებლად, რამაც გაანადგურა მრავალი ოჯახი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის პოსტზე „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი მეტ გეტცი წარადგინა, თუმცა გუშინ მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.