leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქალაქ კასპში თავისუფლების ქუჩა #1-ში, 4 სადარბაზოს რეაბილიტაციისა და წყალარინების სისტემის შეცვლის სამუშაო მიმდინარეობს

ქალაქ კასპში თავისუფლების ქუჩა #1-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 4 სადარბაზოს რეაბილიტაციისა და წყალარინების სისტემის შეცვლის სამუშაო მიმდინარეობს.

პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კასპის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა 8 წელია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს.

პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჩართულობით, ხელი შეუწყონ მათი  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 229 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი.

აღნიშნული თანხიდან 2 ბინის სახურავის შეცვლასა და 12 სადარბაზოს რეაბილიტაციაზე 214 703 ლარის სამუშაოები განხორციელდა.

ასევე იხილეთ