leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარიამ შალვა ნათელაშვილი ჩაანაცვლა, პარტიულადაც ასე არიან – ადამიანი ამ ქვეყნის პრემიერი იყო და ამ დონეზე რომ დაეშვება, რაღაზე უნდა გვქონდეს საუბარი

“2020 წლის გამოცდილება შორეული წარსული ხომ არ არის, რომელიც შეიძლება ისტორიკოსებს ჩანაწერებიდან სრულად ვერ აღვიდგინოთ? შეგვიძლია შევიდეთ ინტერნეტში და წუთობრივად აღვადგინოთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ რა ხდებოდა, იგივე სცენარია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„იგივე ბაქიბუქობა იყო და ყველა ბოლოს პუფებივით შემოლაგდა პარლამენტში, აღიდგინეს პარტიული დაფინანსებები და კანონი შეგვაცვლევინეს, რათა პარტიული დაფინანსებები წარედგინათ, აღიდგინეს ხელფასები და რაც გააცდინეს, ისიც ჩაირიცხეს, მსუყე თანხები. ამიტომ არის რომ, ორი რამე ამოძრავებს ჩვენს ოპოზიციას – უცხოელი პარტნიორებს მითითებები და ანგარება, რომელიც ფულთან არის დაკავშირებული. პარლამენტისთვის კარგიც იქნება რომ არ შემოვიდნენ, დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე ეკონომია ექნება პარლამენტს. ბევრი ბაქიბუქი ხომ ჰქონდათ გამართული, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ – აგერ მე, და აგერ თქვენ, ვნახოთ რამდენი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა მანდატების შესახებ გიორგი გახარიას განცხადებას.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას – ბოლო პერიოდში კარგად ვხედავთ, რომ ეს პარტია აქტიურად იკავებს შალვა ნათელაშვილის და ლეიბორისტული პარტიის ნიშას. ყველანაირად დაემსგავსნენ ნათელაშვილს და ლეიბორისტულ პარტიას. მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ არ შევა, ეს ნათელაშვილის მეთოდია. გახსოვთ, ყველა პარლამენტში ასე აკეთებდა, მერე პარლამენტის თავმჯდომარეებს წერილს წერდა – ე.წ. პარლამენტის, ე.წ. თავმჯდომარეს და რაღაცებს ითხოვდა ხოლმე. გიორგი გახარიამ შალვა ნათელაშვილი ჩაანაცვლა, პარტიულადაც ასე არიან. როგორც ლეიბორისტულ პარტიაში ნათელაშვილის მინიონები მას ჰბაძავდნენ, მის პარტიაშიც ვხედავთ რომ მისი მინიონები გახარიას ჰბაძავენ. გიორგი გახარია ნათელაშვილის ადგილს იკავებს ყველაფერში წარმატებით, როგორც მანერებით, ისე პოლიტიკური სტილითა და გადაწყვეტილებებით.

ალბათ მომწერს შემდეგ მე – ე.წ. პარლამენტის, ე.წ. თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს… და ასეთ ცირკთან გვექნება საქმე. ადამიანი ამ ქვეყნის პრემიერი იყო და ამ დონეზე რომ დაეშვება რაღაზე უნდა გვქონდეს საუბარი. თქვეს მანდატებზე უარს ვამბობთო? შეასრულონ თავიანთი სიტყვა. დადგება 25 ნოემბრის დღის მეორე ნახევარი და ვნახავთ ამ ოპოზიციას რამდენად შეუძლია საკუთარი სიტყვის შესრულება“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ