აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის დახმარების სახით 80 მილიონი დოლარია გათვალისწინებული
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე 2015 ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოსთვის დახმარების სახით 80 მილიონი დოლარი არის გათვალისწინებული. აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ის კონგრესს უკვე წარედგინა.
“დაფინანსება დაეხმარება ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის, კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძალისხმევას, გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე, ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს, მხარს დაუჭერს შერიგების ძალისხმევებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და სუფთა ენერგიის გამოყენებას.
ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიცირებისთვის. დაეხმარება გაციფრულებას და გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას და მედეგობას. გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობას, დაეხმარება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ინიციატივები გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლსა და ზედამხედველობას და მთავრობის კეთილსინდისიერებას“, – წერია პროექტში.