leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ქართველი ხალხი არის ერთადერთი, რომელიც პარლამენტს აძლევს ლეგიტიმაციას, ოპოზიციის სარჩელი მათ აბსურდულობასა და სასოწარკვეთას აჩვენებს

“ქართველი ხალხი არის ერთადერთი, რომელიც პარლამენტს აძლევს ლეგიტიმაციას, ოპოზიციის სარჩელი მათ აბსურდულობასა და სასოწარკვეთას აჩვენებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციაში არაკვალიფიციურები და არაპროფესიონალები არიან.

„მათი სარჩელი კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ აბსურდულობასა და სასოწარკვეთას. რა თქმა უნდა, არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ აქვთ. ლეგიტიმაციაზე როცა არის საუბარი, პარლამენტს ერთადერთი, ვინც ლეგიტიმაციას აძლევს, ქართველი ხალხია, რომელიც ხელისუფლების წყაროა. ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საშინლად არაკვალიფიციურები და არაპროფესიონალები არიან. პოლიტიკური მხარე ასეთი არაპროფესიონალი როცა არის, შეუძლებელია, მათ წარმატების რაიმე შანსი ჰქონდეთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

20 ნოემბერს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. როგორც მათ განმარტეს, გაასაჩივრეს მთლიანად არჩევნების კონსტიტუციურობა და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმები.

ასევე იხილეთ