leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ტყემალაძე: არ არის სასურველი, რომ ქვეყანაში იყოს სუსტი ოპოზიცია, მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაშიც, მაგრამ სამწუხაროდ, მათი დღის წესრიგი ეს არ არის

“მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო სრულიად წარმატებულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ის ტექნოლოგიური სიახლეები და პროცესები რაც იყო არჩევნებში გამოყენებული, ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტი”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ „დღის ქარონიკაში“.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად ივლის ეროვნული ამოცანების შესრულებისაკენ.

„მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, ყველა ადამიანს ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და განსკუთრებით იმ მილიონ 110 ათას ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რომელიც ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რა თქმა უნდა ჩვენ, ჩვენი ტრადიციებით მივიდეთ იმ მიზნამდე, რაც არის ევროპულ ოჯახში გაერთიანება და ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

მისი თქმით, ყოველი წაგებული არჩევნების შემდეგ ოპოზიციის რიტორიკა არის ერთი და იგივე.

„ახლაც იგივე სცენარია, რომ თურმე არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში არ შევლენ. მთავარი კი ის არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა თავის არჩევანი. რასაც ოპოზიცია ამბობს, ეს არის ქართველი საზოგადოების შეურაცხყოფა. ეს არის ის, რაც განაპირობებს ოპოზიციური ხმების კლებას. ყველა არჩევნებზე მათი ხმები იკლებს. ეს, რა თქმა უნდა კარგი პროცესი არ არის, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი, მაგრამ ასეთ პირობებში და მათი ასეთი დამოკიდებულებით ისინი ამას ვერ მიაღწევენ“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს ძლიერი ოპოზიცია.

„არ არის სასურველი, რომ ქვეყანაში იყოს სუსტი ოპოზიცია. ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიცია და ასევე მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში. მაგრამ, ოპოზიციის დღის წესრიგი ეს არ არის. მაგრამ, მიუხედავად ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულებებისა, „ქართული ოცნება“ მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.

ასევე იხილეთ