გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი არ აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას მისი პრეზიდენტობის დასაწყისში, ხოლო მისი გეგმა წლების განმავლობაში შემუშავდა, მათ შორის დასავლეთის ქცევის გათვალისწინებით.
მერკელის თქმით, პუტინს ყოველთვის ჰქონდა დიქტატორული თვისებები და მისი თავდაჯერებულობა ხშირად აღიზიანებდა მას.
„თუმცა არ მჯერა, რომ 2000 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას პუტინი უკვე უკრაინაზე თავდასხმას გეგმავდა. პირიქით, ეს არის მოვლენების განვითარება, რომლის შესახებაც ჩვენ დასავლეთშიც უნდა დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს, ყოველთვის სწორად ვაკეთებდით თუ არა ყველაფერს“, – აღნიშნა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.
გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში მერკელმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე, გააკეთა თუ არა დასავლეთმა ყველაფერი სწორად, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, დასავლეთის მეტი ერთობა ყოფილიყო.