leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: გახარია ჯაშუშებს შორის პირველი მერცხალი, პირველი პუფი აღმოჩნდა და რა „ტრიუკებსაც“ შალვა ნათელაშვილი თავის დროზე მიმართავდა, იმ „ტრიუკებზე“ მიმართვა დაიწყო

„ჩემი მოლოდინია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებს არ დათმობენ. ოთხი პარტიიდან უკვე დაიწყო ახალი ნარატივის შემოტანა გახარიამ, როგორც ჯაშუშების პიონერმა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, გახარია ჯაშუშებს შორის პირველი მერცხალი, პირველი პუფი აღმოჩნდა და რა „ტრიუკებსაც“ შალვა ნათელაშვილი თავის დროზე მიმართავდა, იმ „ტრიუკებზე“ მიმართვა დაიწყო.

„პრაქტიკულად ეს განაცხადა – მანდატები შეიძლება, არ დავთმოთ, მაგრამ პარლამენტში არ შევალთ. შალვა ნათელაშვილიც ამას აკეთებდა – მანდატებს არ თმობდა. განცხადებებში ე.წ თავმჯდომარეს და რაღაცებს წერდა. ეს არ გაგვკვირვებია. 4-ვე პარტიამ, რომელიც პარლამენტში მოხვდა, გააკეთეს ასეთი რამ – შეგნებულად, იცოდნენ რა, ზუსტად იმ დროს დაწერილი განცხადებები იურიდიული ძალის მქონე არ იყო, მაშინ დაწერეს განცხადებები, რომ შემდეგ მართლა არ მოუწიოთ საპარლამენტო მანდატების დათმობა. ეს თუ არ იციან – ძალიან აბსტრაქტული და პირობითია, მშვენივრად იციან, ვასწავლით ბატონო! 25-ში უფლებამოსილების ცნობა განხორციელდება თუ არა, უმალვე შეუძლიათ დაწერონ განცხადებები. ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ მანდატების დატოვება. ამას არ აკეთებენ. ამას არ აანონსებენ, ასე მოიქცევიან თუ არა, რადგან მანდატებს ვერ ელევიან. თვითონაც იციან, რა სისულელეს აპროტესტებენ – 300 ათასი ხმის გაყალბებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ