დავით ახრახაძე: თქვენ შარვალჩახდილ ჯაფარიძესთან და ლაზარესთან დგახართ და ჩვენ ჟიული შარტავას გვერდით გვიომია
აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გაახურეს ამ სტუდენტებმა კიდევ საქმე… ოეეე!!! იმ ხალხს ნუ გვასწავლით სამშობლოს სიყვარულს, ვინც ამდენი ომი გამოვიარეთ, კოსტავას მხარდამხარ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ… საბჭოთა კგბ-ს არ შევუშინდით და სსრკ-ს გამოვგლიჯეთ ეს ქვეყანა!!!
რომ დაიბადეთ თავისუფალ ქვეყანაში, მადლობას თუ არ იტყვით… სხვის ვასალად გახდომაში მაინც ნუ მოიკლავთ თავს, თქვე მართლა მონებო.
ეს ვიზა ლიბერალიზაციაც კი ჩემმა თაობამ მოგცათ, თორემ ზოგი ლილოსაც ვერ გაცდებოდით, ბლიად… რაც იცით ჩემ თაობაზე კარგად, ეს მხოლოდ ინგლისური ენაა და ეგაა მხოლოდ… სხვა რა შეგიქმნიათ, რომ ჩემ თაობაზე ზევიდან გადმოხედვის ამბიცია გაგიჩნდათ.
ძაან არ გაიგოთ ახლა, რაც დავწერე…
პ.ს.
თქვენ გათხოვილ კაცს უკრავთ ტაშს და ჩვენ მერაბის ვუკრავდით ტაშს. თქვენ შარვალჩახდილ ჯაფარიძესთან და ლაზარესთან დგახართ და ჩვენ ჟიული შარტავას გვერდით გვიომია. ცოტა მიაყენეთ, რაა …