leaderboard_below_slide
left_sabechdi

მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით გამოვყოფ ბიძინა ივანიშვილის წვლილს, რომლის შემოწირულობამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა

„ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულობამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში გიორგობის სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.

მან საზოგადოებას გიორგობის დღესასწაული და სამების ტაძრის კურთხევიდან 20 წლისთავი მიულოცა.

„ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოლოცვას და კურთხევას.

წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მან სხვა გზა და სხვა გზით სიარული არც იცოდა. ამიტომაც დიდი სიმტკიცით და სიმამაცით შეუდგა ქრისტეს გზას, ამიტომაც გვიყვარს და ვეთაყვანებით მას და წმინდა მოწამეებს.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ შესანიშნავ მოვლენას, დღეს გავიდა ზუსტად 20 წელი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან. მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო წმინდა გიორგობა, ამ ტაძრის კურთხევიდან 20 წლის თავიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ურთულეს ათწლეულებში მოგვივლინა ასეთი ბრძენი და სულიერი საჭეთმპყრობელი. ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულობა გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულობამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

 

ასევე იხილეთ