leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მახაშვილი „იმედზე“ მიმდინარე შეტევასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების დუმილზე: ეს დუმილი უპირველეს ყოვლისა, ცალკე აღებული დუმილი კი არ არის, ფაქტობრივად, წახალისებაა რადიკალური ნაბიჯების

“ეს დუმილი უპირველეს ყოვლისა, ცალკე აღებული დუმილი კი არ არის, ფაქტობრივად წახალისებაა იმ რადიკალური ნაბიჯების, რაც საზოგადოებამ იხილა. იქნებოდა ეს ჟურნალისტებზე თავდასხმა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა თუ ქუჩების გადაკეტვა, გამვლელებს გამოკიდება, ბულინგი და ა.შ.”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“ მიმდინარე შეტევასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების დუმილზე.

მის თქმით, ეს დუმილი, რა თქმა უნდა, მიუღებელია.

„ამისი ძირი და ძირი მაინც არჩევნები, ამიტომ აქედან დავიწყებ. არჩევნები შედგა, არჩევნებმა ჩაიარა მშვიდობიან, კონკურენტულ გარემოში და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კამპანია ეწარმოებინათ თავისუფლად. წერტილი. ამის იქით ყველაფერი არის პოლიტიკური ბელეტრისტიკა. სწორედ ეს იყო, რაც ეუთოს საარჩევნო მისიამ დადო, მთავარი აქცენტები რაც დასვა და ამის იქით, დედამიწის ზურგზე, საარჩევნო მისია არსად ლაპარაკობს. ამის საპირწონედ შემდეგ უკვე, ამოსავალი წერტილიდან, რა ჰქონდა შესათავაზებელი პოლიტიკურ ოპოზიციას. პრაქტიკულად არაფერი. ამიტომ, გადავიდნენ ტყუილებზე, ბულინგზე, შეტევაზე ყველას და ყველაფრის მიმართულებით. შეუტიეს ყველას, რომელიც იყო, ერთგვარი სიმართლის ჟანგბადის ხაზი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ და ამიტომ, თქვენი ტელევიზიაც, თქვენი კოლეგებიც სხვა ტელევიზიებიდან, პრაქტიკულად, ამ იერიშის მსხვერპლი აღმოჩნდით. ეს ერთგვარი კომპლიმენტიც არის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მათი მხრიდან, ვინაიდან თქვენ ხართ რეალურად ის ჟურნალისტები, რომლებიც ამ ტყუილის საპნის ბუშტს ხეთქავთ. ოპოზიცია აგრძელებს ერთსაათიანი, ორსაათიანი, ორწუთიანი და ა.შ ტყუილებით თავიანთი ამომრჩევლების თუ სხვების გამოკვებას და თქვენ ხართ ის შესაძლებლობა, რომ მათ ამის განხორციელების საშუალება არ მიეცეთ.

რასაც ჩვენ ვხედავთ, მეორე მხრიდანაც, რა თქმა უნდა, ერთგვარი ობიექტური დამკვირვებლების მხრიდანაც, მართლაც, ყველა ქარის დაბერვაზე განცხადებას აკეთებენ ხოლმე, ამჯერად არის სრული დუმილი. ეს ალბათ შეგვიძლია ასე შევაფასოთ, რომ ზოგიერთი ძალა უცხოეთში არამხოლოდ ტყუილების, რომლებსაც ოპოზიცია აქ ქმნის, უბრალოდ მიმღებია, არამედ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი არის ამ ტყუილების შემოქმედი, დამფინანსებელი, წამახალისებელი. არა მხოლოდ წამახალისებელი, არამედ, ხშირად, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეფარებიან ხოლმე ცალკეული ინსტიტუტების სახელს. ზოგჯერ რომელიმე სახელმწიფოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელს, ახლა მოდაშია ევროპარლამენტის სახელს ამოფარება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ როგორც ევროპარლამენტს, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტებს, მაგრამ რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ცალკეული უცხოური პოლიტიკური ძალების მხრიდან, საკუთარი ეგოს თუ პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად ამ ინსტიტუტების გამოყენებას, მათ შორის, დუმილის სახითაც, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. ეს დუმილი უპირველეს ყოვლისა, ცალკე აღებული დუმილი კი არ არის, ფაქტობრივად ახალისებ შენ იმ რადიკალურ ნაბიჯებს, რაც საზოგადოებამ იხილა. იქნებოდა ეს თქვენს ჟურნალისტებზე თავდასხმა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა თუ ქუჩების გადაკეტვა, გამვლელებს გამოკიდება, ბულინგი და ა.შ. ამიტომ, ამ სცენარის სურათის ერთ-ერთი გაგრძელებაა რასაც ჩვენ ვხედავთ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედმა“ Meta-ს დუბლინის ოფისს ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

ასევე იხილეთ