leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მახაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში ოპოზიციის ბევრ სახეს ვიხილავთ – ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, გარკვეულ პროცესები იქნება

“ოპოზიცია არა თუ არ დატოვებს მანდატებს, არამედ ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა

მისი თქმით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, გარკვეულ პროცესები იქნება და მანდატების გაუქმებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„აქვთ 2- თვიანი პერიოდი, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია შედგება. იქამდე არის რბოლა, რომ თუკი რაიმე ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეუძლიათ, ახლა აქვთ ეს პერიოდი. ამიტომ ამ პერიოდში მაქსიმალურ რადიკალიზაციას ახდენენ და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თებერვლიდან, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან პარლამენტში ოპოზიციის ბევრ სახეს ვიხილავთ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, 25 ნოემბერს პარლამენტი კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად შეიკრიბება.

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.

ასევე იხილეთ