საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ფასი, Transfermarkt-ის თანახმად, 30 მილიონი ევროა, რაც 23 წლამდე ასაკის გოლკიპერებს შორის ევროპაში ყველაზე მაღალია. ამასთან დაკავშირებით, ცნობილი ესპანური გამოცემა AS.COM ქართველ მეკარეს სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ეს მისი უკანასკნელი სეზონია “მესტალიაზე”.
“ვალენასიაში მამარდაშვილის ბრწყინვალე გამოსვლა არაერთი ევროპული კლუბის ყურადღებას იპრყობს. კლუბის მფლობელები ზაფხულში მეკარის ტრანსფერზე დაყენებას აპირებენ. ვალენსიამ წინადადებები გასულ ზაფხულსცან მიიღო, როდესაც რეალს კურტუა დაუშავდა, თუმცა ლიმმა (ვალენსიას მფლობელი) მწვრთნელებს დაუჯერა და მომავალ წლამდე მოცდა ამჯობინა.
ზედიზედ მესამე სეზონია, მამარდაშვილი ესპანეთის მთავარი ლიგის კლუბში უპირობო სასტარტო გოლკიპერია და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სპორტული დირექტორები, როდესაც საუბარი მეკარის ფასზეა. მეორე ასევე მნიშვნელოვანი დეტალი მისი ასაკია – 23 წელი. ამის გათვალისწინებით, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვალენსია ქართველში არაერთ წინადადებას მიიღებს. კლუბში თადარიგი დაიჭირეს და ის მეკარეები მოინიშნეს, რომლებსაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტები უმთავრდებათ ან დაბალი ფასი აქვთ. მაგალითად, რიაოს მეკარე დიმიტრევსკი.
გულშემატკივრებს სურთ, რომ ბარახას პროექტი გუნდის ამჟამინდელ ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად გაგრძელდეს, მაგრამ მფლობელებისთვის ეს იოლი არ იქნება. საკათხავია არამხოლოდ ის, აპირებს თუ არა მამარდაშვილი ზაფხულში წასვლას, უცნობია ისიც, თუ რა ფასად მოხდება ეს.
დაველოდოთ, რას გადაწყვეტს პეტერ ლიმი, მანამდე კი საბაზრო ფასზე წარმოდგენის შექმნა სპეციალიზებულ საიტზე Transfermarkt-ზე შეიძლება, რომლის თანამხად, ისეთი კლუბისთვის, რომელიც ეძებს ახალგაზრდა მეკარეს, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებით, მამარდაშვილი უკენკურენტოა. ვალენსიას მეკარის საბაზრო ფასი 30 მილიონი ევროა და თუკი რეალური წინადადება იქნება, კლუბი მას დაახლოებით ამ ფასად შეელევა.
ევროპაში 23 და ნაკლები ასაკის მეკარეებს შორის ყველზე მაღალი საბაზრო ფასი მამარდაშვილს აქვს. მასთან ახლოს მხოლოდ ბენფიკას უკრაინელი მეაკრე ანატოლი ტრუბინია (22 წლის), რომელიც 25 მილიონ ევროდაა შეფასებული. ლილის მეკარე ლუკას შევალიეს (22 მლნ) ფასი 18 მილიონს აღწევს, მის შემდეგ კი სამი მეკარეა, რომლებიც 15 მილიონად ფასდებიან – ფილიპ იორგენსენი (21 წლის, ვილიარეალი), ბარტ ვერბრიუგენი (21 წლის, ბრაიტონი) და ჯეიმს ტრაფორდი (21 წლის, ბარნლი). რა თქმა უნდა, მათ მამარდაშვილთან შედარებით, გაცილებით ნაკლები გამოცდილება აქვთ ელიტურ ლიგაში გამოსვლის გაცილებით ნაკლები გამოცდილება აქვთ”, – წერს ესპანური გამოცემა.
გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 27 შეხვედრაში დაიცვა, გაუშვა 31 გოლი, 9 თამაშში კი კარი მშრალად შეინახა, რაც “მესტალიაზე” მის კარიერაში სეზონის რეკორდია. რუბენ ბარახას გუნდს 27 თამაშში 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 17 მარტს, სტუმრად ვილიარეალთან ჩაატარებს.