ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში „რაგბი ევროპის“ ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა.
შეხვედრა უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებით ანგარიშით 32:11 დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეექვსედ იზეიმეს.
ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში გერმანიას სძლიეს, ნახევარფინალში კი ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხეს.