leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯო ბაიდენი: ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანობისკენ სწრაფვასა და ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალ გზაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

„ჩემი გზავნილი უკრაინელებისადმი ამ დღეს ნათელია: აშშ პატივს სცემს თქვენს წარსულს და დგას თქვენს გვერდით აწმყოში. დღეს ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მისი თავისუფლების დაცვაში, სამართლიანობისკენ სწრაფვასა და ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალ გზაზე. უკრაინელი ხალხის სიმამაცე და ძალა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე სამი წელია, აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ მისი რუკიდან წაშლის იმედით.

„ამაში რუსეთმა მარცხი განიცადა. კიევი თავისუფალია, მათ შორის შეერთებული შტატებისა და 50-ზე მეტი ქვეყნის წყალობით, რომლებმაც გადაწყვიტეს უკრაინისთვის საჭირო დახმარების გაწევა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ასევე იხილეთ