leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ჩაკვეტაძე: 89 დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობას

“89 დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობას”, – განაცხადა „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ.

„89 დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობას. ასევე მეორე საკითხი იქნება პარლამენტის სპიკერის არჩევა და მესამე საკითხად იქნება წარმოდგენილი თანამდებობის პირების, ამ შემთხვევაში სპიკერის მოადგილეების და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.

ასევე იხილეთ