ეკა გიგაური: ხვალ, 9 საათზე არის ქართული სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია. ვთხოვ ყველას, რომ მოვიდეს პარლამენტის უკანა შესასვლელში
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქართული სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია დააანონსა.
მისი თქმით, ხვალ, 9 საათზე საზოგადოება პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა გამოვიდეს ქუჩაში.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოვიდეს ქუჩაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გამოვიდეს დღესაც და ხვალ 9 საათზე არის ქართული სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია. ხვალ, დილის 9 საათზე, ვთხოვ ყველას, რომ მოვიდეს პარლამენტის უკანა შესასვლელში“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.