გელა ზედელაშვილი: ანრი, მეგობარო, როგორც კი შეხვალ კაბინეტში, „ვივამედის“ პაციენტი უნდა გადაიყვანო ციხეში!
იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანტი ოხანაშვილის წარდგენას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ანრი ოხანაშვილი იქნება იუსტიციის მინისტრი!
*
ჰოდა, რაკი იუსტიციის მინისტრი იქნება ანრი ოხანაშვილი და რაკი ვიცით მისი პრინციპული ხასიათი, უნდა მივცეთ პირველი დავალება:
ანრი, მეგობარო, როგორც კი შეხვალ კაბინეტში, „ვივამედის“ პაციენტი, რომელიც ისევ ჩასუქდა ღორივით, უნდა გადაიყვანო ციხეში. უკაცრავად, კი არ გადაიყვანო, უნდა გადაათრიო. ამ ცხოველის ყოფნა „ვივამედის“ ლუქს-პალატაში უკვე შეურაცხყოფს ქართველ ხალხს და მით უფრო, მის მიერ დაზარალებულ ადამიანებს.
*
ეგ არი!
მადლობა რატი ბრეგაძეს, კარგი მინისტრი იყო“, – წერს გელა ზედელაშვილი.