leaderboard_below_slide
left_sabechdi

მერკელის განცხადებით, უკრაინასთან ომი უფრო ადრე დაიწყებოდა, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რომ არ დაებლოკა

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინასთან ომი უფრო ადრე დაიწყებოდა, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რომ არ დაებლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„ჩვენ უფრო ადრე ვიხილავდით სამხედრო კონფლიქტს. ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ პრეზიდენტი პუტინი არ დარჩებოდა უმოქმედოდ და არ უყურებდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. და მაშინ, უკრაინა, როგორც ქვეყანა, ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი მომზადებული, როგორც 2022 წლის თებერვალში იყო“, – აღნიშნა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბირთვული იარაღის გამოყენება“.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ პარალიზებული შიშით, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი ან, აშშ-სთან ერთად მსოფლიოში ორი უდიდესი ბირთვული ძალიდან ერთ-ერთი. პოტენციალი საშიშია“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ