ზურაბ ქადაგიძე: გუშინ რადიკალური ოპოზიციის მომხრეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან სკანდირებდნენ, წადიო – დღეს დილით კი ნიკა გვარამიამ აიღო ბილეთი და ქვეყნიდან წავიდა
„პარლამენტში შესასვლელად ახლა ოპოზიცია მორალური მიზეზის ძიებაშია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ და დასძინა, რომ რადიკალურ ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, რამენაირად უნდა გაამართლონ მათი შემდგომი პუფობა.
„გუშინ რადიკალური ოპოზიციის მომხრეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან იყვნენ მისულები და სკანდირებდნენ წადიო,“ – დღეს დილით ნიკა გვარამიამ აიღო ბილეთი და ქვეყნიდან წავიდა.
პარლამენტში შესასვლელად ახლა ოპოზიცია მორალური მიზეზის ძიებაშია. სხვა გზა არ აქვთ, პუფობა რაღაცნაირად უნდა „გააპრავონ“. ორი დღის წინ იმუქრებოდნენ, მე-11 მოწვევის პარლამენტს არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ შეკრების საშუალებასო და კი შედგა დღეს პირველი სხდომა,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.