leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტი ხალხს მოუწოდებს საკუთარ ქვეყანაზე ეკონომიკური დარტყმებისკენ

„არჩევნები არ გაყალბებულა, საგარეო კურსი არ იცვლება, მმართველობა არის კოლექტიური, კოლეგიალური და ამასთან დაკავშირებით არანაირი სხვა აზრი არ აქვს მილიონ ორასი ათასზე მეტ ადამიანს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მიმართვაზე კომენტირებისას განაცხადა.

„წვრილმანებზე აღარ უნდა უნდა უპასუხო, იცით, გაყინული სახით, სერიოზული სახით უნდა უსმინო, პარლამენტის თავმჯდომარე რომ გამოდის და აქ საღლიცინო არაფერია, ისევე, როგორც ხანდახან თვითონ ღლიცინებდა ხოლმე აბსოლუტურად შეუსაბამო პირობებში. მაგრამ მთავარი ბოროტება ეგ არ არის. ხალხს მოუწოდებს, რომ ლარის კურსს დაარტყან ორგანიზებულად და შეგნებულად, რომ გველოდება ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკური ჩამოქცევა, ვალუტის კურსის დევალვაცია. ამას აცხადებს პრეზიდენტი და ზუსტად იცის, ბევრი რამ არ იცის, მაგრამ ეგ ზუსტად იცის, რომ ამან, შეიძლება, გარკვეული არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვიოს ისე, რომ საფუძველი არ გააჩნია. არც მაკროეკონომიკური, არც სხვა მაჩვენებლები არანაირად არ გულისხმობს იმის წინაპირობას, რომ ეკონომიკური პრობლემები შეექმნას ქვეყანას. ბიუჯეტიც გაიზრდება, ეკონომიკაც გაიზრდება და ტენდეციები არის საუკეთესო, მსოფლიო ბანკის შეფასებით. ეს გამოდის და ამბობს, რომ ასეთი რამ გველოდება, ხალხს მოუწოდებს არა ფიზიკური რევოლუციისკენ, არამედ ეკონომიკური დარტყმების მიყენებისაკენ საკუთარი ქვეყნისთვის. ეს ადამიანი ახლა გაყინულ სახეს ახსენებს თუ მისალმების ფორმაზე გააკეთებს აპელირებას, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. რაც მთავარია, არჩევნები არ გაყალბებულა, საგარეო კურსი არ იცვლება, მმართველობა არის კოლექტიური, კოლეგიალური და რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით არანაირი სხვა აზრი არ აქვს მილიონ ორასი ათასზე მეტ ადამიანს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ