leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანტონიო ტაიანი: „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ცდილობენ, შეჯერდნენ საერთო პოზიციაზე ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერთან დაკავშირებით

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ცდილობენ, შეჯერდნენ საერთო პოზიციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერთან დაკავშირებით. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

„საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვჭირდება ერთიანი პოზიცია. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. ვფიქრობ, რომ ამ მომენტში მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, მშვიდობაა. ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერს არ შეუძლია პრობლემის გადაჭრა, რომელსაც თუ დააპატიმრებენ, მაშინ უნდა დაისაჯოს“, – აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა. ჰააგის სასამართლოს განცხადების თანახმად, ასევე გაცემულია ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი.

ასევე იხილეთ