leaderboard_below_slide
left_sabechdi

დღეს პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება

დღეს პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება. საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე დაგეგმილია ბიუროს სხდომა, სადაც პრემიერობის კანდიდატის – ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინება. დეპუტატები საკომიტეტო მოსმენებზე დეტალურად განიხილავენ იმ გეგმებსა და დასახულ მიზნებს, რომლებიც მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატებს აქვთ. მათ შორის იქნებიან ახლადწარდგენილი კანდიდატები – მაკა ბოჭორიშვილი, დავით სონღულაშვილი და ანრი ოხანაშვილი.

პროცედურების დაცვით მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. სავარაუდოდ, კვირის ბოლოს კი ახალი მთავრობა საბოლოოდ დამტკიცდება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ასევე იხილეთ